b10
ცემენტის ნაკრები: 2 შეკვრა ცემენტი,1 ქაფჩა,მოსაზელი ჭურჭელი
გამოყენების წესი: გახსენით
მხოლოდ ცემენტის 1 ტომარა, ჩაყარეთ მოსაზელ ჭურჭელში ნახევარი ტომარა ცემენტი. გაითვალისიწნეთ, რომ მოზელილი
მასა არ უნდა გაგითხელდეთ, ამიტომ წყლის დასხმის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე. თავიდან
წყალი უნდა დაასხათ ძალიან ცოტა რაოდენობის და მოზელის (მორევის) პროცესში უნდა ამატოთ,
როდესაც მიიღებთ ერთგვარ ბლანტ მასას ე.ი. ცემენტის მასა მზადაა გამოსაყენებლად. გაითვალისწინეთ
ცემენტის მასა გაშრება 40-50 წუთის განმავლობაში, შრობა დამოკიდებულია ოთახის
ტემპერატურაზე და ტენიანობაზე. ბლოკის (აგურის) დაშენების პროცესი ხორციელდება ჩვეულებრივი
სამშენებლო წესების დაცვით, მოზელილი ცემენტის მასა უნდა დაიტანოთ ბლოკის (აგურის)
ნასვრეტებიან მხარეს და მოათავსოთ ზედაპირზე. 2-3 რიგის დაშენების შემდეგ 50-60 წუთი უნდა დაელოდოთ შრობას
და ამის შემდეგ გააგრძელოთ შემდეგი რიგების დაშენება.
გაითვალისიწნეთ
ზემოთ მოცემული დროები არ არის ცემენტის შრობის სრული დრო, ამიტომ დასრულებულ ნაგებობას
გარკვეული პერიოდის (24 საათი) განმავლობაში უნდა მოეპყროთ სიფრთხილით