საიტის წესები და პირობები

საიტის წესები და პირობები

ზოგადი წესები

თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. თუ გააგრძელებთ Www.Miniaguri.Ge-ს მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას ჩვენთვის ეს იქნება „წესებსა და პირობებზე“ თანხმობის ტოლფასი.


აღნიშნული „წესებისა და პირობების“ გათვალისწინებით, გენიჭებათ შეზღუდული, გაუქმებადი, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური ლიცენზია, რომ გამოიყენოთ ვებგვერდი პროდუქციის მხოლოდ პირადი მიზნით შეძენისთვის. დაუშვებელია, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი თქვენი ან მესამე პირის კომერციული მიზნებისთვის. თქვენი მხრიდან ნებისმიერი პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენთვის ზემოხსენებული ლიცენზიის გაუქმებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.


გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა, არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, აწარმოოთ, განახორციელოთ დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოთ, გადასცეთ, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, დაშალოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.